კატარი 2022 | ეკვადორის ნაკრების მწვრთნელი - იმედგაცრუებულები ვართ, სენეგალთან სხვა მოლოდინი გვქონდა #1TVSPORT
კატარი 2022 | ეკვადორის ნაკრების მწვრთნელი - იმედგაცრუებულები ვართ, სენეგალთან სხვა მოლოდინი გვქონდა #1TVSPORT

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ეკვადორის ნაკრებმა სენეგალთან წააგო (1:2), რამაც მთავარი მწვრთნელი გუსტავო ალფარო იმედგაცრუებული დატოვა.

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, ამ თამაშთან დაკავშირებით განსხვავებული მოლოდინი გვქონდა. მაგრამ დამარცხების ტკივილმა არ უნდა გაანადგუროს ეს გუნდი. ეს გამოცდილება ნაკრების მომავალს უნდა ემსახურებოდეს.

შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დარჩენისთვის შემტევი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა. სამწუხაროდ, საკვანძო მომენტებში შეცდომები დავუშვით“, – განაცხადა ეკვადორის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ESPN-თან ინტერვიუში.

ნიდერლანდების ნაკრები A ჯგუფში 7 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, მეორეზე 6 ქულით სენეგალია, ხოლო ეკვადორი 4 ქულით მესამეზე დარჩა და ტურნრს დაემშვიდობა, ისევე როგორც მასპინძელი კატარი, რომელმაც მუნდიალი ქულის გარეშე დაასრულა.