იოჰან კრუიფზე მიუზიკლი შეიქმნება
იოჰან კრუიფზე მიუზიკლი შეიქმნება

მომავალ წელს შედგება მიუზიკლის პრემიერა, რომელიც ლეგენდარულ ნიდერლანდელ ფეხბურთელსა და მწვრთნელს იოჰან კრუიფს მიეძღვნება. მომავალმა წარმოდგენამ უკვე მიიღო სახელი – 14 de musical. ფეხბურთის ლეგენდის სათამაშო ნომერი „14“ იყო.

პრემიერა დაგეგმილია 2021 წლის 25 სექტემბერს და ის უნდა გაიმართოს ნიდერლანდების ქალაქ ლესდენში AFAS-ის თეატრში.

„თეატრის რედაქტორმა ტომ დე კეტმა ლეგენდარული ფეხბურთელის ცხოვრების ისტორია გადააქცია ამბიციების, სიყვარულისა და მეგობრობის შესახებ სცენარად, მაგრამ ასევე იქნება ეჭვიანობა, მარტოობა და ღალატი“, – წერია კომპანია Out Of Office Productions-ის განცხადებაში.

აღნიშნავენ, რომ წარმოდგენა მოიცავს როკს, ოპერასა და ჰიპ-ჰოპს, დიზაინი კი წარმოადგენს ციფრული პროექციებისა და ფიზიკური დეკორაციების რთულ კომბინაციას. არტისტი, რომელიც კრუიფს განასახიერებს, ფეხბურთს ითამაშებს და არა იმღერებს.