ოთხ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ადრიან ბრონერი მაიამიში (აშშ) დააპატიმრეს. მიზეზი მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვაა – წერს გამოცემა TMZ Sports.
მოგვიანებით, მოკრივე ათასი დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს.
თავის ბოლო ბრძოლაში ამერიკელმა გასული წლის იანვარში წააგო ფილიპინელ მენი პაკიაოსთან. შეხვედრა ლას ვეგასში (აშშ) გაიმართა.
სულ 39 წლის მოკრივემ კარიერაში 33 ბრძოლა მოიგო და ოთხჯერ დამარცხდა.