კრივში მსოფლიოს ექსჩემპიონს გაუპატიურება ბრალდება
კრივში მსოფლიოს ექსჩემპიონს გაუპატიურება ბრალდება

ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს ვიქტორ ორტისს ბრალი წაუყენეს გაუპატიურებაში, – იტყობინება გაზეთი „იუ-ეს-ეი თუდეი“ (USA Today).

ვენტურას საოლქო პროკურორმა მოკრივეს სამი ბრალდება წაუყენა სისხლის სამართლის დანაშაულებებში, მათ შორის, გაუპატიურებაში. იტყობინებიან, რომ 2018 წლის 19 მარტს, მოკრივე ცდილობდა გოგონას გაუპატიურებას, რომელმაც პოლიციას მიმართა განცხადებით სექსუალურ ძალადობაზე.

ორტისი, რომელიც დაზარალებულმა ამოიცნო, პოლიციამ დააკავა, მაგრამ, მოგვიანებით, 100 ათასი დოლარის გირაოთი გაანთავისუფლეს. 10 ოქტომბერს, ორტისს ელოდება სასამართლო, რომელიც განსაზღვრავს სასჯელის ზომას. მოკრივეს რამდენიმე წლიანი რეალური პატიმრობა ელოდება, რადგან ადრეც ჰქონდა პრობლემები კანონთან.