კრივი - ოთარ ერანოსიანი მეოთხედფინალში გავიდა | მინსკი 2019 [ვიდეო]
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე წარმატებით დაიწყო გამოსვლა ქართველმა მოკრივე ოთარ ერანოსიანმა (60 კგ).
მან პირველი ეტაპი გამოტოვა, მეორეზე კი ანგარიშით 5:0 დაამარცხა ფრანგი ჟორდან როდრიგესი.
მეოთხედფინალში ერანოსიანი აზერბაიჯანელ ჯავიდ ჩალაბიევს დაუპირისპირდება.
ბრძოლის შემდეგ, ოთარ ერანოსიანმა საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ წინ რთული შეხვედრა ელის, თუმცა გამარჯვებისთვის მზად არის.