„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა აღიარა, რომ პირადი შეტყობინება მიიღო „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდისგან ლიონელ მესისგან. არგენტინელმა ინგლისელს „ვირი“ უწოდა მას შემდეგ, რაც კარაგერმა ივარაუდა, რომ მესის გადასვლა პარიზულ კლუბში არ იყო სწორი ტრანსფერი.
„ინსტაგრამში“ პირადი შეტყობინება მივიღე მესისგან. არ გიჩვენებთ ამ შეტყობინებას, მაგრამ მასში მან ვირი მიწოდა.
იმედია, ის პარასკევობით უყურებს ფეხბურთს ჩემი კომენტარებით, რადგან მინდა ვუთხრა: „ლიონელ, მე შენ ძალიან მიყვარხარ. შენ ყველა დროის უდიადესი ფეხბურთელი ხარ, და შენთან შედარებით, მე ვირი ვიყავი. ვიღებ ამას, მაგრამ შენ ვერ მოხვდები ჩემს მიერ შედგენილი გასული წლის გუნდში. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში კოპა ამერიკა მოიგე არც ისე კარგად თამაშობდი, იმისთვის, რომ სალაჰი გუნდის მიღმა დამეტოვებინა“, – მოჰყავს კარაგერის სიტყვები Sky Sports-ს.