კრისტინ ლაგარდი თბილისში სამუშაო შეხვედრებს დღეს დაიწყებს
კრისტინ ლაგარდი თბილისში სამუშაო შეხვედრებს დღეს დაიწყებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი კრისტინ ლაგარდი თბილისში სამუშაო შეხვედრებს დღეს დაიწყებს.

დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და ერთობლივი პრესკონფერენცია მთავრობის ადმინისტრაციაში.

ვიზიტის ფარგლებში სსფ-ის მმართველი დირექტორი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს. ლაგარდი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეწარმეებსაც შეხვდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი კრისტინ ლაგარდი საქართველოს სამუშაო ვიზიტით გუშინ ეწვია.

გუშინ საღამოს ლაგარდი არაოფიციალურ გარემოში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, ასევე მათ მოადგილეებს შეხვდა და შეხვედრის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა.

კრისტინ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-11 მმართველი დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე პირველი ქალი ხელმძღვანელია, რომელიც 2016 წელს მეორე ვადით აირჩიეს.