კრისტინ ლაგარდი - არსებული სავაჭრო კონფლიქტები მსოფლიო ეკონომიკის ზრდისთვის მთავარი საფრთხეა
არსებული სავაჭრო კონფლიქტები მსოფლიო ეკონომიკის ზრდისთვის მთავარი საფრთხეა, – ასეთი განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტინ ლაგარდმა გააკეთა. ლაგარდი იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში „დიდი ოცეულის“ ფინანსთა მინისტრების სამიტში მონაწილეობდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო კონფლიქტმა შესაძლოა, 2020 წელს მსოფლიო მშპ-ის 0,5 პროცენტით შემცირება გამოიწვიოს, რაც 455 მილიარდი დოლარია. კრისტინ ლაგარდის განცხადებით, არსებული სავაჭრო დავების მოგვარება უნდა გახდეს პრიორიტეტული ამოცანა.
ამას გარდა, კრისტინ ლაგარდის თქმით, მსოფლიო ეკონომიკის სტაბილიზაციის ნიშნების მიუხედავად, მრავალ განვითარებულ ეკონომიკებში იზრდება ვალის დონე, განვითარებადი ბაზრები კი კვლავ მოწყვლადი რჩება ფინანსური პირობების მკვეთრი ცვლილებების წინაშე.