კრისტიან ურსე - საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელთა ჯგუფმა მოსამართლეების დანიშვნაზე აღნიშნა, რომ პარლამენტს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გამოასწოროს საკანონმდებლო ხარვეზები
კრისტიან ურსე - საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელთა ჯგუფმა მოსამართლეების დანიშვნაზე აღნიშნა, რომ პარლამენტს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გამოასწოროს საკანონმდებლო ხარვეზები

საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელთა ჯგუფმა მოსამართლეების დანიშვნაზე აღნიშნა, რომ პარლამენტს ახლა აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გამოასწოროს ხარვეზები, რომლებიც არის კანონმდებლობაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ განაცხადა.

„ევროპის საბჭო აქტიურად იყო ჩართული სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის განხორციელებაში. გუშინ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომისიამ მოახდინა ინიცირება გარკვეული წინადადებებისა და პროექტებისა, რომელიც უნდა იყოს შეტანილი სხვადასხვა კანონმდებლობაში.

რაც შეეხება მოსამართლეების დანიშვნას უზენაეს სასამართლოებში, ალბათ იცით, რომ ვენეციის კომისიამ თავისი რეკომენდაციები შეიმუშავა, მაგრამ ეს ყველაფერი განხორციელდა საქართველოს პარლამენტის მოთხოვნის საფუძველზე. ივნისის ბოლოს მიიღეს ამ გადაწყვეტილებების შედეგად შეფასების დოკუმენტი და რეკომენდაციები. გარდა ამისა, ამას წინათ საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელთა ჯგუფი იყო საქართველოში ჩამოსული, რომლებიც შეხვდნენ სხვადასხვა დაინტერესებულ პირს და მათაც გამოაქვეყნეს რამდენიმე სხვადასხვა ხასიათის განცხადება. იქ იყო ნათქვამი განსაკუთრებით მოსამართლეთა დანიშვნაზე, რომ პარლამენტს ახლა აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გამოასწოროს ხარვეზები, რომელიც არის კანონმდებლობაში“, – განაცხადა კრისტიან ურსემ.