ვახტანგ მეგრელიშვილი - მოსამართლეების არჩევის პროცესში ოპოზიცია კი არ არის მთავარი მოთამაშე, არამედ ფასილიტატორები, რომლებიც უკმაყოფილოები არიან
ვახტანგ მეგრელიშვილი - მოსამართლეების არჩევის პროცესში ოპოზიცია კი არ არის მთავარი მოთამაშე, არამედ ფასილიტატორები, რომლებიც უკმაყოფილოები არიან

მოსამართლეების არჩევის პროცესში ოპოზიცია კი არ არის მთავარი მოთამაშე, არამედ ფასილიტატორები, რომლებიც უკმაყოფილოები არიან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ დამაფიქრებელი უნდა იყოს, რომ ფასილიტატორები, რომელთა მეშვეობით შარლ მიშელის დოკუმენტი გაფორმდა, უკმაყოფილოები არიან.

„ჩვენ ბოლომდე არასოდეს ვიყავით დარწმუნებული, რომ ის შეთანხმება, რომელიც მიშელის ფორმატში დაიდო, სასამართლო სისტემას უშველიდა, მაგრამ ეს იყო შეთანხმების ნაწილი და ვინაიდან ჩვენ შევთანხმდით, ეს უნდა შესრულდეს. მაშინ, როდესაც ფასილიტატორები, რომლებიც ამ პუნქტის ჩაწერის ინიციატორები იყვნენ, უკმაყოფილოები არიან, „ქართული ოცნებისთვის“ ეს დამაფიქრებელია. ანუ აქ ოპოზიცია კი არ არის მთავარი მოთამაშე, არამედ არიან ის ფასილიტატორები, რომელთა მეშვეობითაც ზოგადად ხელშეკრულება გაფორმდა. გამოსავალი არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეაჩეროს და გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რომლებსაც აძლევს ვენეციის კომისია და შუამავლები. „ქართული ოცნება“ ასე ძალით, ოპოზიციასთან და განსაკუთრებით შუამავლებთან საუბრის გარეშე, თუ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ის მარტო დარჩება. მას არ ვუსურვებდი, რომ ეს გაეკეთებინა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

დატოვე კომენტარი