ლევან იოსელიანი - მოსამართლეების შერჩევის პროცესი მმართველი პარტიის ხელშია, ოპოზიციის ხელში არ არის, თორემ აქამდე შევაჩერებდით
ლევან იოსელიანი - მოსამართლეების შერჩევის პროცესი მმართველი პარტიის ხელშია, ოპოზიციის ხელში არ არის, თორემ აქამდე შევაჩერებდით

მოსამართლეების შერჩევის პროცესი მმართველი პარტიის ხელშია, ოპოზიციის ხელში არ არის, თორემ აქამდე შევაჩერებდით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაზე.

იოსელიანის თქმით, სამწუხაროა, რომ „ქართულ ოცნებას“ ასეთი დამოკიდებულება აქვს მიშელის დოკუმენტის იმ ნაწილის მიმართ, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება.

„პარლამენტის ხელშია ნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ხელშია. ოპოზიციის ხელში არ არის, თორემ ამას აქამდე შევაჩერებდით. სხდომაზე გუშინდელი გამოსვლა დავუთმე მხოლოდ სასამართლოზე საუბარს და მოთხოვნას პრემიერის მიმართ, რომ ეს პროცესი შეაჩეროს.

ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ამ ადამიანებს არ მოვუსმინოთ, ვთქვათ, რომ 19 აპრილის შეთანხმების რეფორმის შემდეგ კი ბატონო, მობრძანდით და წარმოადგინეთ პარლამენტში თქვენი მოსაზრებები. სამწუხაროა, რომ შეთანხმების ამ ნაწილის მიმართ „ქართულ ოცნებას“ ასეთი დამოკიდებულება აქვს და უნდათ, რომ ეს ადამიანები უზენაეს სასამართლოში რამენაირად გაამწესონ.

ჩვენ შარშან ვნახეთ მათ მიერ გამწესებული ხალხი, ბევრი მათგანი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ისევ ამერიკის საელჩოს განცხადებას გავიხსენებ, ვერ აკმაყოფილებდნენ ვერც კეთილსინდისიერების და ვერც პროფესიონალიზმის კომპონენტს, მაგრამ ეს ადამიანები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გახდნენ“, – განაცხადა იოსელიანმა.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, პარლამენტზეა დამოკიდებული, რამდენად შესრულდება 19 აპრილის შეთანხმება.

დატოვე კომენტარი