კრისტიან პულიშიჩი ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ დასახელდა
კრისტიან პულიშიჩი ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ დასახელდა

„ჩელსის“ თავდამსხმელი კრისტიან პულიშიჩი ამერიკის შეერთებული შტატების 2019 წლის საუკეთესო მამაკაც ფეხბურთელად დასახელდა, რითაც ამ ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა ორგზის მფლობელი გახდა.

პულიშიჩმა აჯობა ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან „სიეტლ საუნდერსის“ ნახევარმცველი ჯორდან მორისი და „შალკეს“ ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი.

ნომინანტებს შორის ასევე იყვნენ „ნიუ-იორკ რედ ბულზის“ მცველი აარონ ლონგი, „ფულჰემის“ მცველი ტიმ რიმი და „კოლამბუს ქრუს“ ფორვარდი გიასი ზარდესი.