დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს, – იუწყება The Athletic.
გავრცელებული ინფორმაციით, ერიქსენსა და მანჩესტერული კლუბის წარმომადგენლობს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე არის და კონტრაქტს ოფიციალურად უახლოეს მომავალში გააფორმებენ.
ერიქსენმა „ბრენტფორდთან“ ხელშეკრულება აღარ გააგრძელა და თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს. დანიელმა ფეხბურთელმა „ბრენტფორდის“ რიგებში სულ 10 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.