კრიშტიანუ რონალდუს პირველი გოლები „იუვენტუსში“ [ვიდეო]
კრიშტიანუ რონალდუმ იტალიაში თავისი გოლების ანგარიში გახსნა. სერია A-ს მეოთხე ტურში, „სასუოლოს“ წინააღმდეგ მატჩში პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს 2:1 მოაგებინა. რონალდუმ 50-ე და 65-ე წუთებზე გაიტანა.
He’s off the mark! @Cristiano won’t care that it’s probably the easiest goal of his career. He is up and running and his three-and-a-half game drought (!) is over. It’s @juventusfcen 1 – @SassuoloUS 0. Up and running! Subscribe – https://t.co/YbI6T6O8MU #CR7 #Ronaldo #Juve pic.twitter.com/IXWfTcdRI2
— Eleven Sports (@ElevenSports_UK) September 16, 2018
Ronaldo’s second goal 🔥🔥 pic.twitter.com/rEYxlXJo1o
— That Mech Kid ! (@r3al__AJ) September 16, 2018
საპასუხო გოლი კი „სასუოლოდან“ 90-ე წუთზე ბაბაქარმა გაიტანა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში წითელი ბარათი მიიღო „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დუგლას კოშტამ. ბრაზილიელმა მეორე ყვითელი ბარათი მეტოქის შეფურთხებისთვის მიიღო.
„იუვენტუსი“ 12 ქულით პირველ ადგილზეა გათამაშების ცხრილში.
ტურინელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: შჩესნი, ბენატია, ბონუჩი, სანდრო (კუადრადო, 80), ჟოაო კანსელო, მატუიდი, ხედირა, ემრე ჩანი (ბენტანკური, 71), კრიშტიანუ რონალდუ, მანჯუკიჩი (დუგლას კოშტა, 61), დიბალა.