კრიშტიანუ რონალდუ ნაკრებში ბრუნდება
კრიშტიანუ რონალდუ ნაკრებში ბრუნდება
იტალიური გაზეთის Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ, ერთა თასის ნოემბრის მატჩებისთვის, პორტუგალიის ნაკრებში დაბრუნდება.

უფრო ადრე, „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელმა, ითხოვა 2018 წელს ეროვნულ გუნდში არ გამოეძახებინათ, რათა  ტურინის „იუვენტუსში“ ადაპტირება სწრაფად გაევლო, სადაც წლევანდელ ზაფხულში გადავიდა.

ახლა, რონალდუმ გადაწყვიტა, პორტუგალიის ნაკრებს ერთა ლიგის მატჩებში, იტალიისა (17 ნოემბერი) და პოლონეთის (20 ნოემბერი) ნაკრებების წინააღმდეგ დაეხმაროს. ფერნანდუ სანტუშის გუნდს, ორი მატჩის შემდეგ, ექვსი ქულა აქვს და A ლიგის მესამე ჯგუფის ლიდერია.