ბუდუ ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმში“ მეხუთე გოლი გაიტანა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე სანაკრებო პაუზის შემდეგ „ჰაიდენჰაიმში“ დაბრუნდა და გოლი გაიტანა, მაგრამ მისი გუნდი „დარმშტადთან“ გასვლით მატჩში 1:3 დამარცხდა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-12 ტურის შეხვედრა ქართველი თავდამსხმელისა და მისი გუნდისთვის შესანიშნავად დაიწყო. „ჰაიდენჰაიმი“ მე-5 წუთზე ზივზივაძემ დააწინაურა, მაგრამ შესვენებამდე ორი გოლი გაუშვა, მეორე ტაიმში კი მასპინძლებმა კიდევ ერთი გაიტანეს.
12 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმი“ 16 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 შეხვედრაში მეხუთე გოლი გაიტანა.