უფრო ადრე, „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელმა, ითხოვა 2018 წელს ეროვნულ გუნდში არ გამოეძახებინათ, რათა ტურინის „იუვენტუსში“ ადაპტირება სწრაფად გაევლო, სადაც წლევანდელ ზაფხულში გადავიდა.
ახლა, რონალდუმ გადაწყვიტა, პორტუგალიის ნაკრებს ერთა ლიგის მატჩებში, იტალიისა (17 ნოემბერი) და პოლონეთის (20 ნოემბერი) ნაკრებების წინააღმდეგ დაეხმაროს. ფერნანდუ სანტუშის გუნდს, ორი მატჩის შემდეგ, ექვსი ქულა აქვს და A ლიგის მესამე ჯგუფის ლიდერია.