კრიშტიანო რონალდოსა და მესის გულშემატკივრმა ჟურნალისტებმა საკრივო ორთაბრძოლა გამართეს [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანელმა ჟურნალისტმა და კრიშტიანო რონალდოს მეგობარმა, ედუ აგირემ საკრივო ორთაბრძოლა გამართა თავის კოლეგასთან და ლიონელ მესის ფანთან, არგენტინელ გასტონ ედულთან.
სევილიაში La Velada del Ano 6-ის ფარგლებში გამართული ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით აგირემ მოიგო. მან გამარჯვების შემდეგ მადლობა გადაუხადა რონალდოსა და ჯორჯინა როდრიგესს.
„მადლობა უდიადეს ფეხბურთელს ისტორიაში, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა“, – გამოაცხადა ესპანელმა და თავისი გამარჯვება კრიშტიანოს ტრადიციული მოძრაობით აღნიშნა.