კრიშტიანო რონალდოს ვაჟი U9 ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

13:36, 09.12.2019

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს ვაჟი – კრიშტიანო რონალდო უმცროსი ბავშვთა ტურნირ Trophee Cavour-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

„იუვენტუსის“ U9-ის გუნდმა მოიგო ეს ტურნირი, უმცროსმა კრიშტიანომ კი რვა გოლის გატანა შეძლო.

„ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელის ვაჟი „იუვენტუსის“ აკადემიაში მას შემდეგ თამაშობს, რაც მამამისი 2018 წლის ზაფხულში „ბებერ ქალბატონში“ „რეალიდან“ გადავიდა.

მსგავსი