ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს ვაჟი – კრიშტიანო რონალდო უმცროსი ბავშვთა ტურნირ Trophee Cavour-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
„იუვენტუსის“ U9-ის გუნდმა მოიგო ეს ტურნირი, უმცროსმა კრიშტიანომ კი რვა გოლის გატანა შეძლო.
„ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელის ვაჟი „იუვენტუსის“ აკადემიაში მას შემდეგ თამაშობს, რაც მამამისი 2018 წლის ზაფხულში „ბებერ ქალბატონში“ „რეალიდან“ გადავიდა.