კრიშტიანო რონალდომ „მილიარდერთა კუნძულზე სახლი შეიძინა - კერძო პლაჟით, აუზით და ექვსი საძინებლით #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ „მილიარდერთა კუნძულზე სახლი შეიძინა - კერძო პლაჟით, აუზით და ექვსი საძინებლით #1TVSPORT

„ალ-ნასრის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ძვირადღირებული სახლი შეიძინა ჯუმეირა-ბეიზე (არაბეთის გაერთიანებული საამიროები), რომელსაც „მილიარდერთა კუნძულს“ უწოდებენ. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა The Sun-მა.

პორტუგალიელ ფეხბურთელს ეს შენაძენი 21 მილიონი ევრო დაუჯდა. მდიდრულ სახლს გააჩნია 30 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი, ექვსი საძინებელი, კერძო პლაჟი და შვიდ ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხი. აქ არის ასევე აუზი დუბაიზე ხედით და ცალკე საცხოვრებელი დამხმარეებისთვის.

ჯუმეირა-ბეიზე კვადრატულ კილომეტრზე მილიარდერთა ყველაზე დიდი კონცენტრაციაა მთელს მსოფლიოში. დახურულ რაიონში არის პრესტიჟული რესტორნები, იახტ-კლუბი და საზღვაო კურორტი ოკეანეზე ხედით. კუნძული მაცხოვრებლებისთვის 2017 წელს გაიხსნა.

2021 წელს კრიშტიანო რონალდომ სახლის მშენებლობა დაიწყო პორტუგალიაში. ასევე მას აქვს უძრავი ქონება მანჩესტერში, ტურინში, მარბელიასა და მადრიდში.