კრიშტიანო რონალდომ კარიერაში მე-1000 მატჩი ჩაატარა და სერია A-ში ზედიზედ მე-11 მატჩში გაიტანა
კრიშტიანო რონალდომ კარიერაში მე-1000 მატჩი ჩაატარა და სერია A-ში ზედიზედ მე-11 მატჩში გაიტანა

იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ „სპალი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ეს ტურინელთა ლიდერისთვის კრიშტიანო რონალდოსთვის კარიერაში მე-1000 მატჩი იყო.

პორტუგალიელმა გოლის გატანა მოახერხა და გაზარდა თავისი შედეგიანი სერია: რონალდო იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 11 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს, რაც სერია A-ს რეკორდის გამეორებაა. აქამდე, ზედიზედ 11 მატჩში გოლი ჰქონდათ გატანილი გაბრიელ ბატისტუტას („ფიორენტინა”, 1994 წელი) და ფაბიო კვალიარელას („სამპდორია”, 2018-19).

სერია A-ს 21 მატჩში რონალდოს 21 გოლი დაუგროვდა.