კრიშტიანო რონალდომ ისევ იჩხუბა მსაჯებთან, „ალ-ნასრი“ აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ალ-ნასრის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო წყობიდან გამოვიდა აზიის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ.
„ალ-შაბაბის“ წინააღმდეგ მატჩის პირველ ნახევარში პორტუგალიელის მონაწილეობით ორი საკამათო ეპიზოდი წარმოიშვა და მსაჯებმა ორივეჯერ რონალდოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღეს. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ 38 წლის ფეხბურთელმა მთავარ არბიტრს უყვირა, გასახდელისკენ მიმავალმა კი თვალზე ხელი მიიდო და მეოთხე არბიტრს ყურადღებისა და გამოფხიზლებისკენ მოუწოდა. იქვე კრიშტიანომ ხელი უბიძგა ერთ-ერთ სტიუარდს, რომელიც პორტუგალიელთან სელფის გადაღებას ცდილობდა.
„ალ-ნასრმა“ შეხვედრა 4:2 მოიგო, არადა, 88-ე წუთისთვის 1:2 იყო ჩამორჩენილი. კრიშტიანო რონალდომ ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ამ მოგებით „ალ-ნასრმა“ აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.