კრიშტიანო რონალდომ დედას „მერსედესი“ აჩუქა
კრიშტიანო რონალდომ დედას „მერსედესი“ აჩუქა

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ თავის დედას ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა.

35 წლის ფეხბურთელმა დოლორეს ავეიროს Mercedes GLC-ის მარკის ავტომობილი აჩუქა. მისი ღირებულება დაახლოებით 100 ათას ევროს უტოლდება.

„მადლობა ჩემს შვილებს საჩუქრისთვის“, – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ ავეირომ და ახალი ავტომობილის ფოტო გამოაქვეყნა.

„დედის დღეს გილოცავ“, – მიაწერა კომენტარებში რონალდომ.

კრიშტიანო რონალდო ოჯახთან ერთად სამშობლოში იმყოფება. იქ ფეხბურთელი მარტის დასაწყისში დედამისის მოსანახულებლად ჩავიდა, რომელმაც ინსულტის შეტევა გადაიტანა.