ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ თავის დედას ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა.
35 წლის ფეხბურთელმა დოლორეს ავეიროს Mercedes GLC-ის მარკის ავტომობილი აჩუქა. მისი ღირებულება დაახლოებით 100 ათას ევროს უტოლდება.
„მადლობა ჩემს შვილებს საჩუქრისთვის“, – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ ავეირომ და ახალი ავტომობილის ფოტო გამოაქვეყნა.
„დედის დღეს გილოცავ“, – მიაწერა კომენტარებში რონალდომ.
კრიშტიანო რონალდო ოჯახთან ერთად სამშობლოში იმყოფება. იქ ფეხბურთელი მარტის დასაწყისში დედამისის მოსანახულებლად ჩავიდა, რომელმაც ინსულტის შეტევა გადაიტანა.