კრიშტიანო რონალდომ აღიარა, რომ იტალიაში ძალიან უჭირს გოლების გატანა
კრიშტიანო რონალდომ აღიარა, რომ იტალიაში ძალიან უჭირს გოლების გატანა

მილანის „ინტერის“ ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ ჟურნალისტებს მოუყვა იმის შესახებ, რომ მისი გუნდისა და „იუვენტუსის“ ამასწინდელი მატჩის შემდეგ, კრიშტიანო რონალდომ ბელგიელთან საუბარში აღიარა, რამდენად რთულია იტალიაში გოლის გატანა.

„რონალდომ მითხრა, რომ ეს არის ყველაზე რთული ლიგა მსოფლიოში დაცვაში თამაშის მხრივ. მან აღნიშნა, რომ ყველგან გაუტანია გოლები, მაგრამ სერია A – ყველაზე რთულია ადგილია მისთვის. და თუ რონალდო ასე ფიქრობს, მაშინ ეს მართლაც ძალიან რთული ყოფილა“, – თქვა ლუკაკუმ გაზეთ New York Times-სთან ინტერვიუში.

კრიშტიანო რონალდოს სერია A-ში 14 მატჩის შემდეგ 10 გოლი აქვს გატანილი, რაც მისი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ბოლო 10 წლის განმავლობაში.