ბრიტანული გამოცემა FourFourTwo აგრძელებს საფეხბურთო რეიტინგების შედგენას. ამჯერად ჟურნალმა წარმოადგინა ისტორიაში 100 საუკეთესო ევროპელი ფეხბურთელის სია. პირველი ადგილი დაიკავა „ალ-ნასრის“ ფორვარდმა, კრიშტიანო რონალდომ.
TOP20 ასე გამოიყურება:
- კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
- იოჰან კრუიფი (ნიდერლანდები)
- ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია)
- ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
- ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)
- ბობი ჩარლტონი (ინგლისი)
- გერდ მიულერი (გერმანია)
- პაოლო მალდინი (იტალია)
- ჩავი (ესპანეთი)
- მიშელ პლატინი (საფრანგეთი)
- ფერენც პუშკაში (უნგრეთი)
- ეუსებიო (პორტუგალია)
- მარკო ვან ბასტენი (ნიდერლანდები)
- ჯორჯ ბესტი (ჩრ. ირლანდია)
- ტიერი ანრი (საფრანგეთი)
- ლოთარ მათეუსი (გერმანია)
- ფრანკო ბარეზი (იტალია)
- ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)
- ლევ იაშინი (სსრკ)
- რუუდ გულიტი (ნიდერლანდები)
აღვნიშნავთ, რომ უეინ რუნი 21-ე ადგილზე გავიდა, რობერტო ბაჯო – 22-ზე, მანუელ ნოიერი – 23-ზე, ბობი მური – 31-ზე, კენი დალგლიში – 33-ზე, ანდრეა პირლო – 34-ზე, კევინ დე ბრუინი – 35-ზე, ჯანლუიჯი ბუფონი – 37-ზე, ერიკ კანტონა – 48-ზე, გარეტ ბეილი – 49-ზე, დევიდ ბექჰემი – 52-ზე, დენის ბერგკამპი – 57-ზე, ალან შირერი – 60-ზე, ფაბიო კანავარო – 66-ზე, კილიან მბაპე – 69-ზე, სტივენ ჯერარდი – 75-ზე, ზლატან იბაჰიმოვიჩი – 79-ზე, ანდრეი შევჩენკო – 80-ზე, ფრანჩესკო ტოტი – 82-ზე, ოლივერ კანი – 86-ზე, რობერტ ლევანდოვსკი – 90-ზე, ჰარი კეინი – 95-ზე, ერლინგ ჰალანდი – 98-ზე. მე-100 ადგილზეა ტონი კროოსი.