კრიშტიანო რონალდო - თუ წარმატების მიღწევა გინდათ, მაშინ ეს კლუბი გულით უნდა გიყვარდეთ #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო - თუ წარმატების მიღწევა გინდათ, მაშინ ეს კლუბი გულით უნდა გიყვარდეთ #1TVSPORT

გამოცემა The Sun-მა კრიშტიანო რონალდოს სამოტივაციო სიტყვები გაავრცელა, რომლითაც პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა „ნიუკასლთან“ მატჩამდე თანაგუნდელებს მიმართა.

„მე აქ გულშემატკივრის როლში არ მოვსულვარ. თუ წარმატების მიღწევა გინდათ, მაშინ ეს კლუბი გულით უნდა გიყვარდეთ. თქვენ ამ გუნდისთვის უნდა იბრძოლოთ. მნიშვნელობა არ აქვს ითამაშებთ თუ არა, თქვენს გუნდელებს ყოველთვის უნდა დაუჭიროთ მხარი და 100 პროცენტით უნდა დაეხმაროთ თქვენს კლუბს.

აქ მხოლოდ მოსაგებად ვარ მოსული. გამარჯვებას მოაქვს ბედნიერება და მინდა, რომ ბედნიერი ვიყო.“

36 წლის ფეხბურთელისთვის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მეორე დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. რონალდომ „ნიუკასლის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „წითელ ეშმაკების“ თითოეულ ფეხბურთელს მთელი მატჩის განმავლობაში დიდი მონდომება ეტყობოდათ. სულშერის გუნდმა შეხვედრა 4:1 მოიგო და ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ამ ეტაპზე პირველ ადგილზეა.

დღეს, „მანჩესტერი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრას გამართავს, სადაც „იანგ ბოიზს“ ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.