კრიშტიანო რონალდო ტრავმის შემდეგ მოედანს დუბლით დაუბრუნდა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და საუდის არაბეთის ჩემპიონატში „ალ ნაჯმას“ კარში დუბლი შეასრულა – „ალ ნასრიმ“ მეტოქე 5:2 დაამარცხა.
41 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ბოლოს 28 თებერვალს ითამაშა. „ალ ნაჯმასთან“ მატჩში მან 56-ე წუთზე პენალტი გამოიყენა, ხოლო 73-ე წუთზე თავი მეორედ გამოიჩინა.
რონალდოს კარიერაში 967 გოლი მოუგროვდა და 1000-გოლიან ნიშნულს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
საუდის არაბეთის ჩემპიონატში „ალ ნასრი“ 70 ქულით ლიდერია. მომდევნო ტურში რონალდოს გუნდი „ალ-ოხდუდს“ სტუმრად შეხვდება, მატჩი 11 აპრილს არის დაგეგმილი.