კრიშტიანო რონალდო - თავს კარგად და ჯანმრთელად ვგრძნობ
კრიშტიანო რონალდო - თავს კარგად და ჯანმრთელად ვგრძნობ

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ თავის „ინსტაგრამ“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

„თავს კარგად და ჯანმრთელად ვგრძნობ“, – მიმართავს თავის გულშემატკივარს პორტუგალიელი ლეგენდა.

შეგახსენებთ, რომ რონალდოს ბოლო ტესტირებამ კორონავირუსზე კვლავ დადებითი პასუხი აჩვენა.

დღეს, 28 ოქტომბერს, „იუვენტუსი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. ფეხბურთის გულშემატკივრები რონალდუსა და მესის დაპირისპირებას დიდი ხანი ელოდებოდნენ. პორტუგალიელი ვარსკვლავი ამ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს.