კრიშტიანო რონალდო - პორტუგალიამ დაადასტურა თავისი დონე, ოცნება ცოცხალია #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო - პორტუგალიამ დაადასტურა თავისი დონე, ოცნება ცოცხალია #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდომ კომენტარი გააკეთა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ურუგვაისთან გამარჯვებასა (2:0) და ტურნირის პლეი-ოფში მისი გუნდის გასვლაზე.

„მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ვართ. დიდი სამუშაო შეასრულა გუნდმა. მაღალი კლასის მეტოქესთან მატჩში დავამტკიცეთ ჩვენი ძალა და დონე. ბრძოლას ვაგრძელებთ და ჩვენი ოცნება ჯერ კიდევ ცოცხალია. წინ პორტუგალია“, – დაწერა რონალდომ სოციალურ ქსელში.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში პორტუგალია სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება. მატჩი 2 დეკემბერს გაიმართება. თუმცა, ამ შეხვედრის შედეგის მიუხედავად, რონალდოს გუნდი მუნდიალის 1/8-ფინალში ითამაშებს.