კრიშტიანო რონალდო პელეს დაემშვიდობა - მარადიული მეფე ასობით ათასი ადამიანის შთაგონებაა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო პელეს დაემშვიდობა - მარადიული მეფე ასობით ათასი ადამიანის შთაგონებაა #1TVSPORT

კრიშტიანო რონალდომ პელეს გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. პორტუგალიელმა სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა.

„უღრმეს სამძიმარს ვუცხადებ მთელ ბრაზილიას და, განსაკუთრებით, პელეს ოჯახს. მარადიული მეფისთვის სიტყვა „მშვიდობით“ ვერ იქნება საკმარისი იმის გამოსახატავად, რასაც ახლა მთელი საფეხბურთო სამყარო განიცდის.

ის ასობით ათას ადამიანს შთააგონებდა. პელეს სახელი დავიწყებას არ მიეცემა და მისი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება თითოეული ჩვენგანის, ფეხბურთის გულშემატკივართა მეხსიერებაში. მშვიდად განისვენე, პელე“, – წერს რონალდუ.

ფეხბურთის ლეგენდა, პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბრაზილიელ ვარსკვლავს დაავადება 2021 წლის შემოდგომაზე გამოუვლინდა, რის შემდეგაც ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა, მაგრამ მისი მდგომარეობა თანდათან გაუარესდა და 2022 წლის 29 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული მოთამაშე ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში ერთადერთი სამგზის მსოფლიო ჩემპიონია, რომელმაც თავისი კლუბური კარიერის უმეტესი ნაწილი სამშობლოში, „სანტოსში“ გაატარა. ოფიციალური მონაცემებით, პელემ საკლუბო კარიერაში 643 გოლი გაიტანა, ასევე არის ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი – ის 77 გოლით ნეიმართან ერთად პირველ ადგილს ინაწილებს.