კრიშტიანო რონალდო ორშაბათს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრება #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო აპირებს დაესწროს „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიას, რომელიც ორშაბათს, 17 ოქტომბერს პარიზის „შატლეს“ თეატრში გაიმართება. ამის შესახებ გაზეთი Le Parisien წერს. 37 წლის პორტუგალიელი ბოლოს ამ ღონისძიებაზე ხუთი წლის წინ – 2017 წელს იმყოფებოდა, როცა კარიერაში ბოლოჯერ მოიგო „ოქროს ბურთი“.
რონალდო „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელია. წელს გამარჯვებაზე მთავარი პრეტენდენტია მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა, რომელმაც კლუბთან ერთად ოთხი ტიტული მოიგო, მათ შორის, ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა.