კრიშტიანო რონალდო მადრიდის „რეალის“ ბაზაზე ვარჯიშობს #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო მადრიდის „რეალის“ ბაზაზე ვარჯიშობს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავდამსხმელი, პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანო რონალდო მადრიდის „რეალის“ ბაზაზე ვარჯიშობს – ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა Relevo ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდო „რეალის“ შემადგენლობაში 2009 წლიდან 2018 წლამდე თამაშობდა. მადრიდიდან გადავიდა ტურინის „იუვენტუსში“, შემდეგ – „მანჩესტერ იუნაიტედში“. მან „იუნაიტედთან“ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გაწყვიტა  კონტრაქტი და ახლა უკლუბოდაა.

წყაროს ცნობით, კრიშტიანო ესპანური კლუბის ერთ-ერთ მოედანზე ფიზიკურ ფორმას ინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდომ ბრიტანელ ჟურნალისტს, პირს მორგანს სკანდალური ინტერვიუ მისცა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელზე, ერიკ ტენ ჰააგსა და კლუბში მიმდინარე პროცესებზე ნეგატიურად ისაუბრა. ამის შემდეგ ინგლისურმა კლუბმა რონალდოსთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ განაცხადა.