კრიშტიანო რონალდო ლიონელ მესის – ჩემი სრული პატივისცემა იმ ყველაფერს, რასაც არგენტინის ნაკრებთან ერთად მიაღწიე #1TVSPORT

23:01, 07.10.2026

ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით თავისი უკანასკნელი მატჩი ჩაატარა.

აღნიშნულ მოვლენას მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა კრიშტიანო რონალდოც გამოეხმაურა, რომელმაც მესის კომენტარი სოციალურ ქსელში დაუტოვა.

„ლეო, ამდენი წელი იცავდი შენი ქვეყნის ღირსებას და ეს არის ისტორია, რომელიც სამუდამოდ იარსებებს. ჩემი სრული პატივისცემა იმ ყველაფერს, რასაც არგენტინის ნაკრებთან ერთად მიაღწიე. გეხვევი“, – დაწერა რონალდომ.

39 წლის არგენტინელმა ეროვნული გუნდის მაისურით ბოლო მატჩი ბუენოს აირესში, „მონუმენტალზე“ ბენინის ნაკრებთან ჩაატარა. მან თავი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

საერთო ჯამში, არგენტინის ნაკრებში გამართულ 208 შეხვედრაში მესის ანგარიშზე 126 გოლი და 67 საგოლე გადაცემაა. მან გუნდს 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა.

მსგავსი