ლიონელ მესის გამოსათხოვარ მატჩში არგენტინამ ბენინი დიდი ანგარიშით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

06:16, 07.10.2026

არგენტინის ნაკრებმა ბუენოს აირესის „მონუმენტალის“ სტადიონზე დიდი ანგარიშით დაამარცხა ამხანაგურ შეხვედრაში ბენინის ნაკრები – 3:0. ეს იყო ეროვნულ გუნდშ ბოლო შეხვედრა 39 წლის ლიონელ მესისთვის.

ლეგენდამ პენალტი გამოიყენა 71-ე წუთზე, აგრეთვე ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა ნიკოლას ოტამენდისა (48-ე წუთი) და ნიკო პასის (61-ე წუთი) მომართულებით.

ლიონელ მესი „ოქროს ბურთის“ რვაგზოს მფლობელია. არგენტინის ნაკრების შემადგენლობაშ მან მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ოლიმპიური თამაშები და ორჯერ გახდა კოპა ამერიკას ჩემპიონი. ეროვნულ გუნდშ მის ანგარიშზეა 208 მატჩში 126 გოლი და 70 შედეგიანი გადაცემა.

მსგავსი