კრიშტიანო რონალდო და მესი ერთ გუნდში ითამაშებენ #1TVSPORT
„ინტერ მაიამის“ ფორვარდი ლიონელ მესი და „ალ-ნასრის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო დათანხმდნენ ერთ გუნდში თამაშს არგენტინის ნაკრების ყოფილი ფორვარდის, კარლოს ტევესის გამოსათხოვარ მატჩში. ამის შესახებ ტევესმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ყოველთვის ვოცნებობდი ერთ გუნდში მენახა კრიშტიანო და ლეო. ისინი ყველა დროის უდიადესი მოთამაშეები არიან. ორივეს დავუკავშირდი. რონალდოს ვუთხარი: „კრიშტიანო, მინდა, რომ შენ და მესიმ ჩემს გამოსათხოვარ მატჩში ერთად ითამაშოთ, რათა ერთხელ მთელმა მსოფლიომ იხილოს ეს მაგია“. მან თანხმობა მითხრა. მესის დაყოლიებაც არ ყოფილა რთული. ორივენი დათანხმდნენ. ძალიან აღელვებული ვარ, ეს მატჩი ძალიან ემოციური იქნება“, – განაცხადა ტევესმა.
შეხვედრა 2026 წლის დეკემბერში ბუენოს აირესში, „ბომბონერას“ სტადიონზე უნდა გაიმართოს.
ტევესი მესისთან ერთად არგენტინის ნაკრებში თამაშობდა, რონალდოსთან – „მანჩესტერ იუნაიტედში“.