კრიშტიანო რონალდო - ჩემი საფეხბურთო კარიერა დასასრულს მიუახლოვდა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო - ჩემი საფეხბურთო კარიერა დასასრულს მიუახლოვდა #1TVSPORT

კრიშტიანო რონალდომ თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარიერის დასასრული ახლოს არის.

„ჩემი კარიერა წარმატებული გამოვიდა და მინდა, ეს დონე მომავალშიც შევინარჩუნო. კვლავ სიამოვნებას ვიღებ თამაშით და ისევ გამაქვს გოლები, თუმცა ჩემთვის მთავარი მაინც გამარჯვებაა.

ჩვენ მიზნად ჩემპიონობა გვაქვს დასახული. თამაშს ვაგრძელებ არა მხოლოდ დღევანდელი თაობისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც ადრე იყო და ვინც მომავალში მოვა. ამ პროცესით ყოველდღე ვტკბები, მატჩიდან მატჩამდე, წლიდან წლამდე, მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასასრულს ვუახლოვდები. ეს რეალობაა“, – აღნიშნა რონალდომ CanalGOATBR-თან „ალ-აჰლის“ დამარცხების შემდეგ.

არსებული ინფორმაციით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ლეგენდარული პორტუგალიელისთვის ბოლო სანაკრებო ტურნირი იქნება.

სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ის კარიერას მაშინ დაასრულებს, როცა 1000-გოლიან ნიშნულს ასცდება.