კრიშტიანო რონალდო „ალ ნასრის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო „ალ ნასრის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანო რონალდომ საუდის არაბეთის “ალ ნასრთან” კონტრაქტს მოაწერა ხელი, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს. კონტრაქტის მიხედვით, პორტუგალიელი ვარსკვლავი წელიწადში 175 მილიონ ფუნტს მიიღებს.

საუდელებმა 37 წლის ფეხბურთელთან 7-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. აქედან 2,5 წლის განმავლობაში რონალდო უშუალოდ ფეხბურთით იქნება დაკავებული, ხოლო შემდეგ “ალ ნასრის” ელჩი გახდება.