კრემლში იმედი აქვთ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესები დაცული იქნება
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი შეწუხებულია იმის გამო, რომ რუსეთის საპატრიარქომ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან კავშირი გაწყვიტა.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ როგორ ვითარდება რუსეთის ეკლესიისა და მსოფლიო საპატრიარქოს ურთიერთობები. ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს. იმედი გვაქვს, სიბრძნე გაიმარჯვებს და რა თქმა უნდა, რუსეთის ეკლესიის ინტერესები დაცული იქნება. ხელისუფლება ვერ ჩაერევა საეკლესიო საქმეებში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რმ მართლმადიდებლობა რუსეთში მთავარი რელიგიაა, ბუნებრივია, ხელისუფლება ვერ იქნება გულგრილი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეკლესიებთან ურთიერთობების განვითარების მიმართ“, – განცხადა დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსნებთ, გუშინ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირების გაწყვეტის შესახებ.