„ტოტენჰემის“ ყოფილი ფორვარდი პიტერ კრაუჩი ხუმრობით გამოვიდა კარიერის გაგრძელების წინადადებით, რათა ლონდონურ კლუბს ტრავმების ეპიდემიისას დაეხმაროს.
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდმა დიდი ხნით დაკარგა ფორვარდები – ჰარი კეინი და ჰეონ-მინ სონი.
„მე მზად ვარ, ჟოზე!“ – დაწერა თავის „ტვიტერში“კრაუჩმა. მან უპასუხა მოურინიოს სიტყვებს იმის თაობაზე, რომ ყოფილი ფეხბურთელებიდან სწორედ 39 წლის კრაუჩის დაბრუნებას ისურვებდა.
ფორვარდი „ტოტენჰემში“ 1998-2000 და 2009-11 წლებში თამაშობდა. ასევე კრაუჩი ცნობილია „ლივერპულსა“ და „სტოკში“ გამოსვლებით. მისი კარიერის ბოლო კლუბი იყო „ბარნლი“, რომელიც გასულ წელს დატოვა.