რუსეთის კრასნოდარის მხარეში ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც რუსული მედია საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით წერს, დაშავებულია სამი ადამიანი, ერთი კი დაკარგულია.
ტუაფსეს, აფშერონისა და ლაზარევის რაიონებში წყალდიდობის შედეგად, 1700 სახლი დაიტბორა. ევაკუირებულია ასობით ადამიანი.
უამინდობის გამო, შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 700-ზე მეტი ადამიანი და 150 ერთეული ტექნიკა.
ტუაფსეს რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.