კოსტა რიკაში მდინარეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, ოთხი ამერიკელი ტურისტი დაიღუპა. კიდევ ერთი ადგილობრივი ტურისტი დაკარგულად ითვლება.
„ფრანს პრესის“ ცნობით, 14 ტურისტი და სამი გიდი მდინარე ნარანხიტოზე ჯომარდობისთვის განკუთვნილი რამდენიმე ნავით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ინციდენტი მოხდა. ამ ეტაპზე ტურისტების ვინაობა არ სახელდება. დაკარგული ტურისტის ძებნა გრძელდება.
მომხდართან დაკავშირებით მწუხარება კოსტა რიკის პრეზიდენტმა გამოთქვა.