კოსოვოს საუკეთესო მოთამაშეს კორონავირუსი დაუდგინეს - ერთა ლიგის ნახევარფინალში მურიჩის თამაში საეჭვოა
კოსოვოს საუკეთესო მოთამაშეს კორონავირუსი დაუდგინეს - ერთა ლიგის ნახევარფინალში მურიჩის თამაში საეჭვოა

„ლაციოში“ წელს გადასული თავდამსხმელი, კოსოვოს ნაკრების ფეხბურთელს, ვედატ მურიჩს Covid-19-ის ტეტსზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა – ინფორმაციას კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ვედატ მურიჩი სტამბოლში 14 დღის განმავლობაში იზოლირებული იქნება, რის შემდეგაც კვლავ გაივლის ტესტირებას კორონავირუსზე. ეს ამბავი დიდი დარტყმაა კოსოვოს ნაკრებისთვის, რადგან 8 ოქტომბერს, საქართველო-ბელარუსის მსგავსად, ერთა ლიგის „დ“ დივიზონის ნახევარფინალში ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას სკოპიესტოდორ პროესკის“ არენაზე შეხვდება.

შესაძლოა, მურიჩი ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩამდე მომჯობინდეს, მაგრამ მისი მდგომარეობა გართულებულია იმით, რომ „ლაციოს“ ცნობით, ფეხბურთელს ბარძაყის კუნთები აქვს დაჭიმული. ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრამდე ლიდერის ორკვირიანი პაუზა კოსოვოს ნაკრებისთვის დიდი დარტყმა იქნება.

ვედატ მურიჩმა იტალიის სერია „ა“-ს კლუბთან, რომის „ლაციოსთან“ კონტრატქი აგაფრომა და შემდეგ დაბრუნდა სტამბოლში, თავის ყოფილ კლუბს, „ფენერბახჩეს“, რომ დამშვიდობებოდა. ახლა კი გარკვეული დროით სტამბოლში კარანტინში გაჩერება მოუწევს.