კოსოვოს პრემიერის განცხადებით, შეიარაღებული პირების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისას ათობით იარაღი ამოიღეს
კოსოვოს პრემიერის განცხადებით, შეიარაღებული პირების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისას ათობით იარაღი ამოიღეს

კოსოვოში აცხადებენ, რომ შეიარაღებული პირების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისას ათობით იარაღი ამოიღეს. ამის შესახებ კოსოვოს პრემიერ-მინისტრის, ალბინ კურტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შემთხვევის ადგილთან ახლოს არსებული საცხოვრებელი კორპუსებიდან და მანქანებიდან ამოიღეს იარაღი, მათ შორის „კალაშნიკოვის“ ავტომატები და ხელყუმბარები. ოპერაციის შედეგად შეიარაღებული ჯგუფიდან სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დააკავეს. კოსოვოს ხელისუფლების ცნობით, დაკავებულთა ნაწილი ეკუთვნის ორგანიზაციას, რომელიც კოსოვომ ტერორისტულ ორგანიზაციად მიმდინარე წლის ივნისში გამოაცხადა. ოპერაცია ამ დროისთვის ისევ გრძელდება.

შეგახსენებთ, კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში შეიარაღებული პირები ჯავშანტექნიკით ერთ-ერთ სოფელში შეიჭრნენ, პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს და სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგრდნენ.