კოსოვოს პარლამენტს, ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზნით, 22 აგვისტოს დაითხოვენ
კოსოვოს პარლამენტს, ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზნით, 22 აგვისტოს დაითხოვენ. ამის შესახებ კოსოვოს მმართველი დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ქადრი ვესელიმ განაცხადა.
კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, რამუშ ჰარადინაიმ თანამდებობა 19 ივლისს დატოვა და ჰააგაში გაემგზავრა, სადაც კოსოვოში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით შექმნილ საერთაშორისო სასამართლოს სპეცპროკურატურის წინაშე წარდგა, თუმცა მისი უფლებადამცველების რჩევით, დუმილის უფლებით ისარგებლა.
მოგვიანებით, 26 ივლისს ქვეყანაში დაბრუნებულმა რამუშ ჰარადინაიმ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტს ახალი მთავრობის ფორმირებამდე უხელმძღვანელებს. ყოფილმა პრემიერმა პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თხოვნითაც მიმართა.