კოსოვოს ნაკრების მოთამაშის ტრანსფერი ქართველმა მენეჯერმა განახორციელა
კოსოვოს ნაკრების მოთამაშის ტრანსფერი ქართველმა მენეჯერმა განახორციელა

კოსოვოს ნაკრების 25 წლის ფეხბურთელი ილდრენ იბრაჰიმი ნორგვეგიული სტავანგერისვიკინგიდან“ რუსეთის პრემიერლიგის ეკატერინბურგის „ურალში“ გადავიდა. ეს ამბავი ჩვენთვის საინტერესო არაფერი იქნებოდა, რომ არა ეს დეტალი – ტრანსფერი ქართველმა მენეჯერმა განახორციელა.

ეს მენეჯერი მამუკა ლომიძეა – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველი, რომელიც ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა, სლოვაკეთის „ჟილინას“ ღირსებას იცავდა, კარიერა კი 2012 წელს „დინამო“ თბილისში დაასრულა. ბოლო წლებში სამენეჯერო სააგენტო ჩამოაყალიბა და წარმატებით საქმიანობს.

„კოსოვოს ნაკრების ფეხბურთელი ილდრენ იბრაჰიმი ნორვეგიიდან რუსეთის პრემიერ კლუბში, „ურალში“ გადავიდა. მადლობა მინდა გადავუხადო გარიგების ყველა მონაწილეს, ფეხბურთელს კი ახალ მოგზაურობაში დიდ წარმატებებს ვუსურვებ“, – ასე გამოეხმაურა ტრანსფერს მამუკა ლომიძე.

იბრაჰიმი კოსოვოს ნაკრებში 2019 წლის 22 მაისს, მონტენეგროსა და ბულგარეთის წინააღმდეგ ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩებში მიიწვიეს, მაგრამ დოკუმენტაციის პრობლემების გამო ვერ ითამაშა. თუმცა, ნაკრებში ერთი ამხანაგური მატჩი მაინც ჩაატარა.