კოსოვოს მთავრობა პანდემიით დაზარალებულ სპორტს ფინანსურად დაეხმარა
კოსოვოს მთავრობა პანდემიით დაზარალებულ სპორტს ფინანსურად დაეხმარა

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, სპორტი ერთ-ერთი ის სფეროა, რომელიც საგრძნობლად დაზარალდა. ყველა მთავარი სპორტული ღონისძიება შეჩერებულია, შემოსავლები განულდა და სპორტული კლუბები თუ ორგანიზაციები ყოველდღიურად ახალ-ახალ დანაკლისს ითვლიან.

გლობალური ფინანსური პრობლემების ფონზე, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სპორტისთვის დახმარების აღმოჩენას ცდილობენ. მაგალითად, კოსოვოს მთავრობამ სფეროს ფინანსური დახმარება გადაწყვიტა და ამ მიზნით, ბიუჯეტიდან 5 მილიონ ევროზე მეტი გამოყო. ჩრდილოეთ მაკედონიური გამოცემის, „სპორტმედიას“ ცნობით, ეს თანხა კლუბებს, სპორტსმენენს, მწვრთნელებსა და სპორტის ფუნქციონერებს დაერიცხებათ.

„იქნებ, ეს მაგალითი ჩვენმა მთავრობამაც გადმოიღოს და სპორტს დაეხმაროს, რომელსაც ახლა ძალიან გაუჭირდა“ – წერს „სპორტმედია“.