კორონავირუსთან დაკავშირებით, ევროკავშირის ლიდერები საგანგებო მოლაპარაკებებს გამართავენ
ევროკავშირის ლიდერები ევროპაში კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. მისი ცნობით, მოლაპარაკებები დღეს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართება. ამასთან, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ იტალიაში შექმნილ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯუზეპე კონტეს ესაუბრა.
„ჩვენი ვალდებულება ევროკავშირის კოორდინირებული მიდგომის გაძლიერებაა. ჩვენ „კოვიდ-19“-ით დაზარალებულთა გვერდით ვართ“, – აღნიშნავს შარლ მიშელი.
ჯუზეპე კონტეს ტელეფონით ესაუბრა ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
კორონავირუსის შემთხვევები უკვე ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოშია გამოვლენილი.