კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით, ესპანეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა
ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით 812 ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 7 340 შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ელ პაისი“ ესპანეთში ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ესპანეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 85 195 შემთხვევა არის გამოვლენილი. დაავადების შემთხვევების რაოდენობით, ესპანეთმა ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა და მსოფლიოში აშშ-ისა და იტალიის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.
ესპანეთში სულ გამოჯანმრთელებულია 17 ათასი პაციენტი, 47 ათასი კი ჰოსპიტალიზებულია.